გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი USAID-ზე: რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ - რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს!

5-02-2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, USAID-თან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, პარასკევიდან, ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი შვებულებაში გავა და მათ აშშ-ში დაბრუნება დაევალებათ.


წულუკიანის განცხადებით, USAID-ის ადგილობრივი პერსონალი ელიტარულ ქართველებად ითვლებოდნენ, რომლებიც საქართველოს ემსახურებოდნენ, სინამდვილეში კი, მათთვის არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ პიროვნული დევნა დააფინანსეს და ბევრი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს.


„რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ. მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს! ბევრი. კოლექტიური ქეთო ხუციშვილები." - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031