გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია „დროას“ წარმომადგენელ მარიკა მიქიაშვილზე: ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პროამერიკელად გვევლინება

6-02-2025

გიორგი გამსახურდია პარტია „დროას“ წარმომადგენლის მარიკა მიქიაშვილის შესახებ პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და მიქიაშვილის ძველს სტატუსებს ურთავს, სადაც ის დონალდ ტრამპზე და ილონ მასკზე უარყოფითად წერს.


როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე მიქიაშვილი ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება და ავიწყდება, რომ ყველაფერს ინახავს არქივი. მისივე თქმით, აზრი არ აქვს მარიკა მიქიაშვილის ახლანდელ უსუსურ აქტივობას, რადგან ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ოპოზიციას.


„ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება. ამ უსახურ და უმგვანო არსებას, ასევე მის თანამოაზრეებს ავიწყდებათ რომ ყველაფერს ინახავს არქივი. აზრი არ აქვს მის ახლანდელ უსუსურ აქტივობას. ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!,“ - წერს გიორგი გამსახურდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728