გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე კორუფციის აღქმის 2024 წლის ინდექსზე: ნახეთ, სად ვართ ჩვენ და სად არიან უკრაინა, მოლდოვა, რომლებსაც ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებები გაუხსნა

12-02-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის მონაცემებს სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, რომელიც ეკა გიგაურის „კანტორაში“ არ უნდა აგვერიოს, ნათლად ჩანს, თუ სად არის საქართველო და სად - უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც ევროკავშირმა მოლაპარაკებები გაუხსნა.


„კიდევ ერთხელ! Transparency International-ის (ეკა გიგაურის კანტორაში არ აგერიოთ!) კორუფციის აღქმის 2024 წლის ინდექსი. ნახეთ სად ვართ ჩვენ, და სად არიან უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც ევროკავშირმა მათ რიგებში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაუხსნა.


ესეც იძლევა გარკვეულ ახსნას, თუ რატომ გვაწვებიან ასე გავეშებულად ბოლო რამდენიმე წელი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.


კორუფციის აღქმის 2024 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის სიმცირით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ასევე, მონაცემების თანახმად, საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728