გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ტოლერანტობის განსახიერებაა. ამ მართლმადიდებლურ ქვეყანაში სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდ დგას. მჯერა, რომ საქართველოს მოდელი შეიძლება სხვა ქვეყნებისთვისაც შთაგონების წყარო გახდეს

18-02-2025

ლიბერალური იდეოლოგიის მიზანი ადრე იყო „მსოფლიო მოქალაქის“ ფორმირება. ჩვენ კი, ამის საპირისპიროდ, მივიღეთ კანონი ჩვენი მოზარდების, ასევე ოჯახური და მორალური ღირებულებების დასაცავად ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-თან ინტერვიუში, რითაც უპასუხა კითხვას - უძღვება თუ არა საქართველო ავანგარდულ ბრძოლას თავისი ქრისტიანული ტრადიციების დასაცავად გლობალიზმისა და დეკადანსის წინააღმდეგ?


„როცა ვამბობ, რომ საქართველო შეიძლება იყოს შთაგონების წყარო, არ მინდა ეს გაზვიადებულად ჩანდეს. თქვენ, ალბათ, იცნობთ ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელიც ლიბერალებს აკრიტიკებს, რადგან ისინი ცდილობენ „მსოფლიო მოქალაქის“ შექმნას. ეს იდეოლოგია საქართველოშიც ვრცელდება. როდესაც ჩვენ მივიღეთ ჩვენი კანონი ჩვენი მოზარდების დასაცავად, ჩვენმა კონსტიტუციამ აჩვენა, თუ როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები, ისევე, როგორც უმცირესობების უფლებები. ჩვენ ასევე მივიღეთ კიდევ ერთი კანონი, რათა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და მოზარდების უფლებები ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღკვეთით. არ მსურს, რომ ეს გზავნილი ამპარტავნულად გამოჩნდეს, მაგრამ საქართველო ტოლერანტობის განსახიერებაა. ამ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდ დგას. ჭორები ამას ვერ შეცვლის. ფაქტები აშკარაა და მჯერა, რომ საქართველოს მოდელი შეიძლება სხვა ქვეყნებისთვისაც შთაგონების წყარო გახდეს“, - აცხადებს ყაველაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728