გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე: ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი - ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა, მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს

3-03-2025

რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხოვა მედიკამენტი სახელწოდებით პარკინი, მერიამ კი გადაამისამართა ჟორჟოლიანის ფონდში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი”, - ამის შესახებ წერს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე.

როგორც შარაშიძე განმარტავს, ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა.


რაც შეეხება მედიკამენტებს, აღნიშნავს, რომ მერია ყველა ასეთ მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს.


„რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხოვა მედიკამენტი სახელწოდებით პარკინი, მერიამ კი გადაამისამართა ჟორჟოლიანის ფონდში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი - ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა. მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს. ის ფაქტი, რომ ჟორჟოლიანი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს მსგავს სიცრუეს, გასაკვირი არ არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით მის Facebook პოსტს, ვნახავთ, რომ არც სოფლის სახელია მითითებული, არც ადამიანის სახელი და გვარი, რაც მარტივად ადასტურებს მის მიერ გავრცელებული ამბის სიყალბეს”, - წერს შარაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31