გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

5-03-2025

ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია „პივიტის" შესახებ, ალოგიკურია ის, რომ ISFED-ი აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, ამორგანიზაციას ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია „პივიტის" შესახებ, ალოგიკურია ის, რომ ISFED-ი აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, არავითარი ახსნა და განმარტება, ბუნებრივია, ამას არ ჰქონდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.


მისივე თქმით, ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც, მთელი ამ დროის განმავლობაში, მოქმედებდა საქართველოს მიმართ არაკეთილმოსურნე ძალების დაკვეთით. პრემიერის განცხადებით, სწორედ, ამის შედეგი იყო, თავის დროზე, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და ახლა უკვე მათი არგამოქვეყნება.


„ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე - ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე. იმავეს აკეთებდა ეს კომპანია 2020 წელს, მაშინ მათ იკადრეს ის, რომ გააყალბეს მთლიანად პარალელური დათვლის შედეგები. ახლა, მეორედ, იგივე ვეღარ გაბედეს, ვინაიდან აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა გაყალბების მაგივრად, გაუყალბებელი „პივიტი" აღარ გამოაქვეყნეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. ყველაფერი დევს ხელის გულზე. ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ.


ამის შედეგი იყო, თავის დროზე, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და შემდეგ მათი არ გამოქვეყნება. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, მეტიც, მე მგონია, რომ არამხოლოდ 2024 წლის დათვლის შედეგებით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. პირველ რიგში, იქ მგონია, რომ შეიძლება ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვეს, შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31