გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი ესპანურ სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში: დღევანდელ პოლიტიკაში თითოეულმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე

6-03-2025

დღევანდელ პოლიტიკაში თითოეულმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. ხოლო მათგან პირველი არის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში.


რაც შეეხება ევროკავშირთან დაძაბულობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის „განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“.


„ურთიერთობები ევროკავშირთან არ არის საუკეთესო მდგომარეობაში [...] ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიჩინოს სიმტკიცე ამ საკითხში, რათა გამოვიდეთ ჩიხიდან. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოლოდინის პერიოდშია. თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031