გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ITB-ის გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ ვიმედოვნებთ უფრო მეტი ვიზიტორი გვეყოლება ევროპიდან - ორბი სასტუმრო

7-03-2025

მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაში, გერმანიაში, ბერლინში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კერძო კომპანიასთან ერთად მონაწილეობს.   ITB-ის გამოფენაზე საქართველოს წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს  ორბი სასტუმროს წარმომადგენელი მარიამ გორგოშაძე.  


“პირველად ვესწრებით ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას. ძალიან საინტერესოა ამ გამოფენაში მონაწილეობა და მოლოდინებიც ძალიან პოზიტიური გვაქვს. ეს ჩვენი კომპანიისთვის და საქართველოსთვის ძალიან პრესტიჟულია და ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს. ITB-ის გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ ვიმედოვნებთ უფრო მეტი ვიზიტორი გვეყოლება ევროპიდან“-აცხადებს მარიამ გორგოშაძე.


ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31