გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) არის თაღლითების კანტორა, რადგან 2020-ში გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, ხოლო 2024 წლისას დღემდე მალავს

7-03-2025

ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - ე.წ. NGO „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) არის თაღლითების კანტორა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ISFED-მა 2020 წელს ხმების პარალელური დათვლის შედეგი გააყალბა, ხოლო, 2024 წლისას დღემდე უმალავს საზოგადოებას. აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის დონორები - USAID, NED, ევროკავშირი, ნიდერლანდების საელჩო და გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობების ინსტიტუტი, დესტრუქციის თანამონაწილეები არიან.


„ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - ე.წ. NGO „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) არის თაღლითების კანტორა, რადგან 2020-ში გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, ხოლო 2024-ისას დღემდე მალავს.


ამ პარაზიტი ნაცპარტიული სტრუქტურის მოქმედი დონორები არიან: აწ უკვე გაუქმებული USAID, მისი პარტნიორი NED, ევროკავშირი, ნიდერლანდების საელჩო, გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობების ინსტიტუტი.


რევანშისტული ISFED-ის უსინდისო დაფინანსებით, სპონსორები ნაცდესტრუქციის თანამონაწილენი არიან“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31