გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: როცა მოღალატე გახარიას უსახური თოჯინები კახა კალაძისა და სხვათა კაცობაზე ხმას იღებენ, ეს ბოროტი კომედიის ჟანრიც არაა, ეს უფრო ჭაობის ბინადართა სასოწარკვეთილი ყიყინია

14-03-2025

„გახარიას პარტია-კანტორიდან გასაცოდავებული ვითომ კრიტიკით ღირსეულ კახა კალაძესა და მის თანაგუნდელებს ვერაფერი დააკლდებათ, რადგან ფეხსასრიანი ტიპის პოლიტიკანებისგან ჰაერის რხევა არაფერს ნიშნავს“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “გახარია საქართველოსთვის” წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც თბილისის მერ კახა კალაძეს “კაცობაში ჩაჭრილი, ჭორიკანა მერი” უწოდა.


ანალიტიკოსის თქმით, ნათია მეზვრიშვილის მსგავსნი, ვერასოდეს ამოვლენ იმ ნიშიდან, რასაც ჰქვია სახელისა და გვარის წინ ერთგვარი განმარტება - „ვინმე“.


„როცა მოღალატე გახარიას უსახური თოჯინები კახა კალაძისა და სხვათა კაცობაზე, ადამიანობაზე ხმას იღებენ, ეს ბოროტი კომედიის ჟანრიც არაა, ეს უფრო ჭაობის ბინადართა სასოწარკვეთილი ყიყინია. გახარიას პარტია-კანტორიდან გასაცოდავებული ვითომ კრიტიკით ღირსეულ კახა კალაძესა და მის თანაგუნდელებს ვერაფერი დააკლდებათ, რადგან ფეხსასრიანი ტიპის პოლიტიკანებისგან ჰაერის რხევა არაფერს ნიშნავს. ნათია მეზვრიშვილის მსგავსნი კი, ვერასოდეს ამოვლენ იმ ნიშიდან, რასაც ჰქვია სახელისა და გვარის წინ ერთგვარი განმარტება - „ვინმე“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30