გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯავშნების მოთხოვნის მაჩვენებელი აპრილსა და მაისის თვეებში ზრდას განაგრძობს -IOTA Hotel Tbilisi

17-03-2025

 სასტუმროები 2024-25 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ, სხვადასხვა სასტუმროების მენეჯერთა ინფორმაციით, უკვე გაზრდილია ჯავშნების რაოდენობა აპრილი-მაისის პერიოდში.


2025 წლის ზაფხულის სეზონის წინ პოზიტიური მოლოდინება აქვს IOTA Hotel Tbilisi-ს დამფუძნებელს დავით კუპრაშვილს.


„2025 წლის პირველ ნახევარში პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. წინა წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ველით სასტუმროს შედარებით მაღალ დატვირთულობას მომავალი სეზონისთვის. ამ ეტაპზე, მსხვილი ჯგუფური გაუქმებები არ დაფიქსირებულა, ხოლო პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებთან კომუნიკაციის შედეგად დადასტურდა, რომ მაისის თვის ჯავშნების გაუქმების მოლოდინები არ არის. გარდა ამისა, უკვე დადასტურებული ჯავშნების გათვალისწინებით, ჯავშნების მოთხოვნის მაჩვენებელი აპრილსა და მაისის თვეებში ზრდას განაგრძობს. განსაკუთრებით საგრძნობლად იზრდება მოთხოვნა აპრილზე, რაც პოზიტიურ მოლოდინებს გვიქმნის ამ პერიოდის დატვირთულობის მიმართ“,-აცხადებს დავით კუპრაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031