გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა

17-03-2025

„ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ“,- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას,

პოლიტიკური ოპონენტების მიერ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, პოლიტპატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით.


მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, შეუძლებელია ვინმემ პოლიტპატიმარი უწოდოს.


„ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, რომელიც მწვანე შუქს, თავისი ანტისახელმწიფოებრივი და სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურული მოქმედებებით უნთებდა - გაუპატიურებას ქალისას, კაცისას, მკვლელობას, ბიზნესის რეკეტს, ძალადობას, შიშს, ტერორს, ტელევიზიების და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და მისაკუთრებას, ამ ადამიანს, შუბლის ძარღვის გაწყვეტაც კი არ შველის , რომ პოლიტპატიმარი დაუძახო, შეუძლებელია, ის ადამიანი, როგორ ბედავს, თუ როგორ ფიქრობს, რომ ეს გააკეთოს სააკაშვილს პოლიტპატიმარი დაუძახოს, ეს მეორე შესაძლებლობაა, რაც ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანს თუ ობიექტურობის განცდისმაგვარი რაღაც აქვს, მე ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031