გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი გაეროს პროექტების სამსახურის ავსტრიის ოფისის (UNOPS) დირექტორს სიმონეტა სილიგატოს შეხვდა

19-03-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს პროექტების სამსახურის ავსტრიის ოფისის (UNOPS) დირექტორს სიმონეტა სილიგატოს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სხვადასხვა მიმართულებით მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის.


ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვა პრიორიტეტულ მიმართულებებს  წარმოადგენს. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს  მუშაობა კლიმატის ცვლილების, ჰაერის, წყლის ხარისხის გაუმჯობესების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. აღინიშნა, რომ იგეგმება ახალი  ოთხწლიანი რეგიონული პროექტის განხორციელება, რომლის ერთ-ერთი მიზანიც შავი ზღვის პლასტიკით დაბინძურების შემცირებაა.


სიმონეტა სილიგატოს განცხადებით, საქართველოს გაეროს სრული მხარდაჭერა აქვს ახალი პროექტის განსახორციელებლად, რაც ქვეყანას მნიშვნელოვნად დაეხმარება შავი ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესებაში.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გაეროს პროექტების სამსახურის ავსტრიის ოფისის პროექტების ხელმძღვანელი გურელ გურკანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახური ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31