გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმამ მოზარდებისთვის ლარის 30 წლისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო

20-03-2025

საქართველოს ეროვნული ბანკისა ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge - ის ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ნახატების კონკურსი დაიწყო.

კონკურსი ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა და ლარის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა, კონკურსის პირობების შესაბამისად, 30 მარტის ჩათვლით უნდა დახატონ 30 ლარის ბანკნოტი, სადაც შემოქმედებით უნარებთან ერთად, ქართული ფულის განვითარების ისტორიასა თუ ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე საკუთარ ხედვას წარმოაჩენენ.

კონკურსში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული. ჟიურის რჩეული სამი კონკურსანტი დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზებით, მეოთხე მომხმარებლის რჩეული კი  სპეციალურ სახატავ პლანშეტს მიიღებს. გარდა ამისა, ოთხივე გამარჯვებული  მიიღებს სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციისგან.

კონკურსის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: სს „ბაზისბანკი“, სს „ტერაბანკი“, სს „კრედო ბანკი“ და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაცია“.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.

ფულის გლობალური კვირეული ყოველწლიური საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2025 წლის კვირეული 17-23 მარტს აღინიშნება, დევიზით: „დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად“ (Think before you follow, wise money tomorrow).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930