გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საია და „ნაცენჯეოები“ მათი კურატორების მსგავსად გზააბნეულნი არიან - სტრასბურგში გაასაჩივრეს ე.წ. რუსული კანონი გამჭვირვალობაზე და მის შეჩერებას არ ითხოვენ

24-03-2025

საია და „ნაცენჯეოები“ მათი კურატორების მსგავსად გზააბნეულნი არიან - სტრასბურგში გაასაჩივრეს ე.წ. რუსული კანონი გამჭვირვალობაზე და მის შეჩერებას არ ითხოვენ,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრების დროს დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ.


აბაშიძის თქმით, არავინ დაიჯეროს, რომ ნაცპროპაგანდისტი არასამთავრობოები იურისპრუდენციაში ერკვევიან, ხოლო, მათთვის უწინარესია უსამშობლოების დღის წესრიგით მოქმედება და აგენტოკრატიის ფინიობაა.


„საია და „ნაცენჯეოები“, მათი კურატორების მსგავსად, გზააბნეულნი არიან - სტრასბურგში გაასაჩივრეს ე.წ. რუსული კანონი გამჭვირვალობაზე და მის შეჩერებას არ ითხოვენ; ზიანი არ მიადგათ „ჩელიაბინსკურად“?


არავინ დაიჯეროს, რომ ნაცპროპაგანდისტი არასამთავრობოები იურისპრუდენციაში ერკვევიან. მათთვის უწინარესია უსამშობლოების დღის წესრიგით მოქმედება და აგენტოკრატიის ფინიობა. აწი ამ ანტისახელმწიფოებრივ პარაზიტებს სწორედაც რომ ამერიკული FARA-ს მსგავსი ქართული კანონი მიხედავს. გააგრძელონ სასოწარკვეთილად თორნტონებისა და ლანდსბერგისების იმედზე ყოფნა, მაინც უშანსოები არიან „30 ვერცხლის“ ფასად საქართველოსთან ბრძოლაში,“- წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031