გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა დავითაია: 2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნასთან დაკავშირებით

26-03-2025

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი, რამდენიმე მიმართულებით დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტში. მე მაშინ უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


დავითაიამ, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას, გაიხსენა, რომ იმდროინდელი ოპოზიცია ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა, უმცირესობის ამ პოზიციას არ იზიარებდა საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. შედეგად კი, მისი განმარტებით, შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია.


„ყველა სესიაზე, როდესაც გაიხსნა სასესიო მუშაობა და პარლამენტი შეუდგა მუშაობას საბრძოლო მოქმედებების შემდგომ, ოპოზიცია აყენებდა ამ საკითხს, რომ შექმნილიყო კომისია და ამის საჯარო მტკიცებულებაც არსებობს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ უმცირესობის პოზიცია მდგომარეობდა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამაზე ღიად კეთდებოდა განცხადებები, მაგრამ, როდესაც საუბარი იყო უმრავლესობის პოზიციაზე, მოხდა შეჯერება იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, იმიტომ, რომ იცით, საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება. მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა იმის საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის და უმცირესობის შეჯერებული პოზიციით შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31