გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე „მთავარ არხს“: თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო, ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, თქვენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა

26-03-2025

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ტელეკომპანია „მთავარ არხს“ მიმართავს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, „მთავარ არხში“ მშვენივრად იციან, რომ ეს დახმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შემადგენელი ნაწილია, თუმცა, ვინაიდან მათთვის არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო და არც საქართველო არაფერს ნიშნავს, ამიტომ ეს თემაც საქილიკოდ აქციეს.


„ასეთი და ამდენი უსამშობლო როგორ შეიყარეთ ერთად? განა არ იცით, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნაწილია იმ პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ჰქვია?! განა არ იცით, რომ ირიბად ეს ფინანსური დახმარება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი ისტორიული მიწების არაღიარების პოლიტიკის?! ცხადია იცით, მაგრამ თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო...

თქვენთვის ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, ძალაუფლების მიტაცების გარდა არაფერს აქვს მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ აქციეთ საქილიკოდ ის თემა, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო იქნებით მუდამ უმცირესობაში, გათიშულები ქართული საზოგადოებისგან - პოლიტიკურ სანაგვეზე!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031