გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - ს პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D მეშვეობით“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

29-03-2025

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დაასრულა მუშაობა პროექტზე "მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D მეშვეობით". დახურვის ღონისძიება პულმან თბილისში გაიმართა.


პროექტის მიზანი იყო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რაც გულისხმობდა სააგენტოს ცოდნისა და გამოცდილების გაძლიერებას/გაღრმავებას იმ ბიზნესების მხარდასაჭერად, რომლებსაც ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიებთან და ტექნოლოგიურ სტარტაპებთან დასაახლოვებლად ხელშეწყობა სჭირდებათ.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ქართული სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ და საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გაეცნოს იმ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქმნება საქართველოში. შედგა ასევე პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპებისა და მცირე და საშუალო მეწარმეთა პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები.


პროექტის განმავლობაში, ქართველი და უცხოელი ტრენერების დახმარებით, ჩატარდა ტრენინგები და ვორქშოფები, რომელიც მოიცავდა ციფრული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტებს, მისი შერჩევის კრიტერიუმებს, ციფრული ტრანსფორმაციის მზაობის შეფასებას, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებს, გლობალურ ტენდენციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მონაწილეებმა ერთობლივად შეაფასეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც მცირე და საშუალო ბიზნესი დგას, ასევე, შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის თაობაზე. ვორქშოფების შედეგები ახალი ერთობლივი ინიციატივების დაწყების საფუძველი იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031