გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ სიხარულიშვილი: ქართული საბანკო სისტემა უცხოური ინვესტიციებისთვის საკმაოდ ღიაა და ჩინური ინვესტიციების მოზიდვა კიდევ ერთი ახალი ბიძგი იქნება შემდგომი განვითარებისთვის

29-03-2025

ქართული საბანკო სისტემა უცხოური ინვესტიციებისთვის საკმაოდ ღიაა და ჩინური ინვესტიციების მოზიდვა კიდევ ერთი ახალი ბიძგი იქნება შემდგომი განვითარებისთვის, - განაცხადა ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ სიხარულიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ.


„შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ჩინურ მხარესთან, როგორც კომერციული ბანკების კუთხით, ასევე ცენტრალური ბანკის ჭრილში. ქართული საბანკო სისტემა, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის და, ბუნებრივია, ჩინური ინვესტიციების მოზიდვა კიდევ ერთი ახალი ბიძგი იქნება შემდგომი განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის კიდევ უფრო თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანას“, - განაცხადა სიხარულიშვილმა.


საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და მსხვილი ბანკების ხელმძღვანელებთან.


ნათია თურნავას შეფასებით, ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031