გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Galt & Taggart-ი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5%-დან 6.8%-მდე ზრდის

1-04-2025

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი თვის ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზს 5.0 %-დან 6.8%-მდე ზრდის. აღსანიშნავია, რომ თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, იანვრის 11.1%-იანი ზრდის შემდეგ.  ამასთან, იანვარი- თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტია. 


2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ენერგეტიკა, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.


Galt & Taggart-ის ზრდის პროგნოზის გადახედვა განპირობებულია მოსალოდნელზე მეტად ძლიერი ეკონომიკური ზრდით.


აღნიშნულის პარალელურად, Galt & Taggart-ი ინფლაციის პროგნოზს ამცირებს და მოელის, რომ 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება (Galt & Taggart -ის წინა პროგნოზით 3.9%-იანი ინფლაცია იყო მოსალოდნელი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930