გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია: „დიფ სთეითზე“ ჰოლივუდში სრულად არის დაცენზურებული ყველანაირი კომენტარი, მათ შორის გროტესკული ანიმაციური სატირაც კი. ამ დროს კი ქართველი ნეოლიბერალები მაინც ჯიუტად ცდილობენ დიფ სთეითზე იქილიკონ

7-04-2025

„დიფ სთეითზე“ ჰოლივუდში სრულად არის დაცენზურებული ყველანაირი კომენტარი, მათ შორის გროტესკული ანიმაციური სატირაც კი. ამ დროს კი ქართველი ნეოლიბერალები მაინც ჯიუტად ცდილობენ „დიფ სთეითზე“ იქილიკონ, რომ არ არსებობს და ჩვენი მოგონილი კონსპირაციაა, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.


როგორც მან აღნიშნა, ნეტფლიქსზე დევს ანიმაციური სერიალი „შიდა საქმე“, რომელშიც ჰიპერბოლიზების გზით, მაქსიმალური კომედიური თხრობით, აღწერილია, როგორ მართავს ამერიკას და მსოფლიოს „დიფ სთეითი“.


მისივე თქმით, შოუ მეორე სეზონზე მოულოდნელად დახურეს, მას შემდეგ, რაც ჯერ დაამტკიცეს და დააანონსეს, ფული გადაუხადეს შემქმნელებს და მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს ფინანსური ზარალის ხარჯზე გაეუქმებინათ პოპულარული სერიალი.


„ნეტფლიქსზე დევს ანიმაციური სერიალი „შიდა საქმე“, რომელშიც ჰიპერბოლიზების გზით, მაქსიმალური კომედიური თხრობით, აღწერილია როგორ მართავს ამერიკას და მსოფლიოს დიფ სთეითი, როგორ ნიშნავს მარიონეტ პრეზიდენტებს, როგორ მართავს რამდენიმე ძლევამოსილი ოჯახი მთელი მსოფლიოს პოლიტიკას და როგორ დგას ეს ჩრდილოვანი მმართველობა სამყაროში მომხდარი ყველა გლობალური მოვლენის უკან. ერთადერთი, რის გამოც შეიძლებოდა „ნეტფლიქსს“ მსგავსი პროექტი დაემტკიცებინა, არის მისი გაზვიადებული სატირის ფორმა, რომლის ხილვისას, თითქოს მაყურებელმა მხოლოდ უნდა გაიცინოს და არ მიიღოს როგორც სერიოზული პოლიტიკური კომენტარი თუ კრიტიკა, მაგრამ შოუ მეორე სეზონზე მოულოდნელად დახურეს, მას შემდეგ, რაც ჯერ დაამტკიცეს და დააანონსეს, ფული გადაუხადეს შემქმნელებს და მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს ფინანსური ზარალის ხარჯზე გაეუქმებინათ პოპულარული სერიალი. დიფ სთეითზე ჰოლივუდში სრულად არის დაცენზურებული ყველანაირი კომენტარი, მათ შორის გროტესკული ანიმაციური სატირაც კი. ამ დროს კი ქართველი ნეოლიბერალები მაინც ჯიუტად ცდილობენ დიფ სთეითზე იქილიკონ, რომ არ არსებობს და ჩვენი მოგონილი კონსპირაციაა“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031