გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა

7-04-2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.


პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს გაწეული საქმიანობისთვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს წარმატება უსურვა.


მიხეილ ყაველაშვილი: "აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს ვულოცავ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას და ვუსურვებ წარმატებას. ის გახლავთ ამ კუთხის შვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა აჭარაში - შესაბამისად, მან კარგად იცის აჭარის ტკივილიც და სიხარულიც. ჩვენ ყველა მოხარული ვართ, რომ სწორედ ის იქნება აჭარის მთავრობის მეთაური. თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით ბატონი სულხან თამაზაშვილის მხარდაჭერისთვის.


ასევე მინდა, აღვნიშნო ბატონი თორნიკე რიჟვაძის დამსახურებები - მას რთულ პერიოდში მოუწია აჭარის მთავრობის მეთაურობა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა რეგიონის განვითარებისთვის. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის."


შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და აჭარის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930