გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ამას ფეხდაფეხ გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება

7-04-2025

ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ ამას გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული მომავალშიც.


„პრაქტიკაში კანონის რეალიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის გამკაცრება. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ გაჰყვეს ამას შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად, მომავალშიც მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სენი. ეს საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30