გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ CF Startup Partners-ის დამფუძნებელსა და დირექტორს იოშიტო დენავას უმასპინძლა

7-04-2025

GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში CF Startup Partners-ის დამფუძნებელსა და დირექტორს იოშიტო დენავას უმასპინძლა. იაპონელი ექსპერტის საქმიანობა სტარტაპ კომპანიების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას გულისხმობს. სტუმარი დაინტერესებულია ქართული სტარტაპ ეკოსისტემით,  შესაბამისად შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ მას სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, ასევე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, იოშიტო დენავა ქართულ სტარტაპებსაც შეხვდა -  Wenroll, Vadac და Davinci Green System.

 

იაპონელი ექსპერტის კომპანია CF Startup Partners- ი ეხმარება უცხოურ სტარტაპებს იაპონიის ბაზარზე შესვლაში, საქმიანი პარტნიორების მოძიებასა და სტარტაპის განვითარებაში. კომპანია უზრუნველყოფს  ასევე კორპორატიული ვენჩურული კაპიტალის მხარდაჭერას, დახმარებას ფონდების შექმნაში, მართვასა და საინვესტიციო პროექტების მოძიებაში.

 

იოშიტო დენავა თავად ფლობს სტარტაპ ინკუბატორს მაკინოჰარაში და მართავს სტარტაპების ქსელს. აღსანიშნავია, რომ კომპანია იაპონიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტარტაპ ღონისძიების - "MakiChalle" ორგანიზატორია, სადაც სტარტაპები საკუთარ პროექტებს იაპონიის მაკინოჰარას რაიონის კომპანიებთან თანამშრომლობისთვის წარადგენენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30