გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე პაატა ბურჭულაძეზე, რომელიც აცხადებდა, რომ მსოფლიოში ცნობილია როგორც რუსი ბანი: ეს დგას ახლა რუსთაველზე, 9 აპრილის მონუმენტთან

9-04-2025

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელშიც ბურჭულაძე საუბრობს იმაზე, რომ მისთვის დიდი პატივია, რუსული საოპერო სკოლის წარმომადგენელი რომ არის და მსოფლიოში როგორც რუს ბანს, ისე იცნობენ.


როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ამ განცხადების ავტორი პაატა ბურჭულაძე, ახლა 9 აპრილის მემორიალთან დგას და ქართველებს, რომლებიც გარდაცვლილი გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ, რუსებს უწოდებს.


„ეს დგას ახლა, რუსთაველზე, 9 აპრილის მონუმენტთან, ქართველებს რუსებს ეძახის და ხალხს ხელს უშლის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილ გმირებს“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031