გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში

9-04-2025

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა 9 აპრილის მემორიალთან მოწყობილ პროვოკაციასთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც აქციაზე შეკრებილი მონაწილეები მოქალაქეებსაც არ აძლევენ მემორიალთან მისვლის საშუალებას.


როგორც წილოსანი აღნიშნავს, „როდესაც 9 აპრილის მემორიალთან არ აძლევენ საშუალებას ჩვეულებრივ მოქალაქეებს მივიდნენ, არ შეიძლება, ამ ადამიანებს 9 აპრილი სტკიოდეთ“.


„სახედაკარგული და სინდისგაყიდული ადამიანები, მათ შორის, რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში.


მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომელმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს. სწორედ ეს ადამიანები, ვინც დღეს ამ უმსგავსობას ჩადიან, თავიანთი ბოროტებით და მავნებლური მიზნებით ფეხქვეშ თელავენ ამ ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის საზოგადოებას“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031