გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა დაფიქრდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი უცხო ქვეყნის ინტერესის გატარებას არ შეეწიროს საქართველოს ინტერესი

9-04-2025

„9 აპრილი ეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, წლების შემდგომ, ამ დიდი ტრაგედიიდან საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა, ასევე უმნიშვნელოვანესი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, ყველა დაფიქრდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა ქვეყნის ინტერესებისთვის.


„9 აპრილი ეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, წლების შემდგომ, ამ დიდი ტრაგედიიდან საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა, ასევე უმნიშვნელოვანესი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიაში. თავისთავად ამ დღეს, კიდევ ერთხელ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა დაფიქრდეს რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთად დგომა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი უცხო ქვეყნის ინტერესის გატარებას არ შეეწიროს საქართველოს ინტერესი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031