გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშია საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტში (EURIE 2025) მონაწილეობს

10-04-2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია  სტამბულში მიმდინარე ევრაზიის უმაღლესი განათლების მე-10 სამიტში (EURIE 2025) მონაწილეობს, რომელიც წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმს.


 საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა ყოველწლიურად აერთიანებს 2000-ზე მეტ დელეგატს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. ფორუმის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, ინოვაციური მიდგომების გაზიარება და იმ გლობალური გამოწვევების განხილვა, რომელთა წინაშეც დგას აკადემიური საზოგადოება თანამედროვე სამყაროში.


სამიტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მონაწილეობა მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში, საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას და ახალი ინიციატივების განხილვას, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალის ზრდას, ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარებას, თსუ მეცნიერების  ჩართვას კოლაბორაციულ პროექტებში.


EURIE-ს სამიტი ორგანიზებულია ევრაზიის უნივერსიტეტების გაერთიანების (EURAS) მიერ.  თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია EURAS მმართველი საბჭოს წევრია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031