გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

15-04-2025

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წლის ნოემბრის საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყო.


ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელსაც აქციის მიმდინარეობისას თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა, მარჯვენა თვალის ტრავმული დაზიანების შედეგად საბოლოოდ დაკარგა მხედველობა.


მისივე თქმით, ფაქტია, რომ გასული წლის ნოემბერში ძალადობრივი აქციების მიმდინარეობისას ფიზიკური დაზიანება მიიღო არაერთმა სამართალდამცავმა, მათ შორის ისეთი მძიმე, როგორიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დადგა.


„გასული წლის 29 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკების წამყვანი ოფთალმო - ქირურგების მცდელობისა, მხედველობის აღდგენა შეუძლებელი გახდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მარჯვენა თვალის ტრავმული დაზიანების შედეგად საბოლოოდ დაკარგა მხედველობა. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ, როდესაც საუბრობენ დემონსტრაციებისა და პროტესტის მშვიდობიან ხასიათზე. სინამდვილეში, ფაქტია, რომ გასული წლის ნოემბერში ძალადობრივი აქციების მიმდინარეობისას ფიზიკური დაზიანება მიიღო არაერთმა სამართალდამცავმა, მათ შორის ისეთი მძიმე, როგორიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დადგა.“-აცხადებს ალექსანდრე ტაბატაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031