გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც თავად არის დარეგისტრირებული გერმანიის ლობისტების რეესტრში, საქართველოში გამჭვირვალობის წინააღმდეგია

16-04-2025

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-გერმანია“ გერმანიის ლობისტების რეესტრში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად იგივე საქმიანობითაა დაკავებული ეს ორგანიზაცია საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ორგანიზაცია წინააღმდეგია საქართველოში გამჭვირვალე იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და სხვა, წინა შემთხვევების მსგავსად, ამჯერად ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და მკაცრად გმობს გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.


გრანტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტით დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი. უცხოური წყაროსგან მისაღებ გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის, ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის, ან ორგანოს თანხმობა. ეს ნიშნავს, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის რომანტიზების კამპანიები, ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებების დაფინანსებას უცხოური ძალები საქართველოში ვეღარ შეძლებენ. სწორედ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა აღაშფოთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.


შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის წევრები საქართველოში მიმდინარე რადიკალური აქციების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031