გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს მოთხოვნადი მიმართულებების სამეულშია

1-05-2025

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Time Out მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმის Expedia წლევანდელ ტრენდებს აქვეყნებს, რომელიც პლატფორმის სტატისტიკის საფუძველზე მომზადდა.


ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან-2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან. კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა, მოგზაურები საქართველოს დედაქალაქის კულტურას, ღამის ცხოვრებასა და სხვა აქტივობებს ეცნობიან.


თბილისთან ერთად პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი, ასევე შვედური ქალაქი გეტებორგი. ბრაზილიური ქალაქი რიო-დე-ჟანეირო და მსოფლიოში ცნობილი სხვა ტურისტული ქალაქები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031