გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
შალვა ნათელაშვილი: გვარამიამ ივანიშვილისგან ფული აიღო; ჩვენთვის ეთერის არდათმობაც ივანიშვილთან ჰქონდა შეთანხმებული

7-05-2025

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიმართ რა თქმა უნდა, სოლიდარული ვარ, მისი დახურვა დანაკლისია იმ საერთო საპროტესტო მოძრაობისთვის, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაბმულნი, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ გვარამია ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა“ - ამის შესახებ „ლეიბოლისტური პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.


მისივე თქმით, გვარამიამ ივანიშვილისგან ფული გილაურის ხელით აიღო.


„მან დაფინანსება გილაურის ხელით აიღო და მერე დაფინანსების არქონის გამო გააჩერა ტელევიზია, ამ დროს კი სამი მილიონი გადარიცხა ამერიკაში და 88 ათასი ხელფასი ჰქონდა ყოველ თვე.


გვარამიამ ჩვენთვის ეთერი წლების განმავლობაში ჩაკეტა და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და ამ ტელევიზიის დახურვაც ივანიშვილთან იყო შეთანხმებული“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30