გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გვიხარია, რომ რომ ტურისტების კუთხით უკვე მზარდი დინამიკა გვაქვს- წისქვილი ჯგუფი

19-05-2025

წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელის ანანო თავხელიძის განცხადებით, რესტორნების ქსელში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. 


„ტურისტული სეზონი წისქვილისთვის და მთლიანად ჩვენი სექტორისთვის განსაკუთრებულად  მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში საგრძნობლად იზრდება ტურისტების რაოდენობა. ისინი ინტერესდებიან როგორც ქართული კერძების დაგემოვნებით, ასევე ჩვენი ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის გაცნობით, ამის შესაძლებლობა კი მათ ეთნო წისქვილში აქვთ.  სწორედ აქ შეუძლიათ მათ შეიგრძნონ ის ქართული ატმოსფერო, რასაც ელიან ჩვენი ქვეყნისგან“-ამბობს ანანო თავხელიძე.


„გვიხარია, რომ ტურისტების კუთხით უკვე მზარდი დინამიკა გვაქვს, თუმცა, იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდროს ადგილი ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნების სიაში, მნიშვნელოვანია  სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა,  რომელიც ქვეყნის ცნობადობის და ტურისტული ნაკადების გაზრდის.  მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები შეუცვლელია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ისე კერძო სექტორის გაძლიერებისთვის“-აცხადებს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031