გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარკეტინგული კამპანიები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში უფრო მეტად შეუწყობს ხელს მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვას და გააცნობს მათ საქართველოს- SC Group Hospitality

20-05-2025

ევროპულ ქვეყნებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს  HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველი გიორგი დოლიძე.


„მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც განკუთვნილია ევროპის სხვადასხვა ქალაქებსა თუ ლოკაციებზე, საიდანაც საქართველოს მიმართულებით გვაქვს პირდაპირი ფრენები, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ევროპელი, მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვას და გააცნობს მათ საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის მიმართულების პოტენციალს.  სწორედ იქაა საჭირო მარკეტინგი და პოპულარიზაციის გაზრდა, საიდანაც გვაქვს პირდაპირი ფრენა და როდესაც ყველა ერთობლივად მივმართავთ სხვადასხვა აქტივობებსა და ძალისხმევას კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისკენ, საიდანაც გვიწყობს ხელს საჰაერო პირდაპირი გზები, საერთო მუშაობა გამოიღებს სასურველს შედეგებს, რასაც ევროპელი ტურისტების გაზრდილი რაოდენობა და მაღალმხარჯველი  ტურისტების ქვეყნისადმი მეტი დაინტერესება წარმოადგენს“-აცხადებს გიორგი დოლიძე.


HSC Group Hospitality დირექტორისა და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის თქმით, მნიშვნელოვანია ევროპული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა საქართველოში.


„ჩვენი ქვეყნისთვის შეუცვლელი და ერთმნიშვნელოვნად საჭიროა ევროპელი ვიზიტორების გაზრდილი რიცხვი და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველო ევროპელი ტურისტისთვის ეტაპობრივად გავხადოთ პრიორიტეტული ლოკაცია. ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია, გასტრონომია, ბუნება, ღვინო და სხვა მრავალი ასპექტი ქმნის სწორედ იმ ფასეულობებს, რასაც ვფიქრობ, გამორჩეულად ევროპელი ტურისტი აფასებდა და კიდევ უფრო მეტად დააფასებს“-განაცხადა გიორგი დოლიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30