გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: უაზრო ჟრიამულია „ნაცბაბლში“, თითქოს სახდეპარტამენტი გვასანქცირებს, მარკო რუბიოს ნათქვამის ელემენტარულ ანალიზშიც ჭკუანაკლულნი არიან

22-05-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მარკო რუბიოს განცხადებაზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, „ნებისმიერი საღად მოაზროვნე ვერანაირად დაიჯერებს, რომ ამერიკის პირველი დიპლომატი კონგრესში მოუმზადებელი მივიდა ანდა დეკლარირებულად სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს საელჩოს აქამდე თურმე ჯეროვნად არ შეუფასებია ე.წ. ანტიმერიკული გადახრების კუთხით.“


აბაშიძის თქმით, საერთაშორისო პოლიტიკაში ინტერესების დაბალანსება ხდება გულახდილი პოლიტიკური მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით.

„უაზრო ჟრიამულია „ნაცბაბლში“, თითქოს სახდეპარტამენტი გვასანქცირებს, მარკო რუბიოს ნათქვამის ელემენტარულ ანალიზშიც ჭკუანაკლულნი არიან, მან კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და ზოგადად ისაუბრა რეაქციაზე ანტიამერიკანიზმზე.


ნებისმიერი საღად მოაზროვნე ვერანაირად დაიჯერებს, რომ ამერიკის პირველი დიპლომატი კონგრესში მოუმზადებელი მივიდა ანდა დეკლარირებულად სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს საელჩოს აქამდე თურმე ჯეროვნად არ შეუფასებია ე.წ. ანტიმერიკული გადახრების კუთხით. რასაკვირველია, ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის მისი ქვეყნის ინტერესებია უწინარესი (America First), თუმცა აშშ-ის დიპმისია მრავალგზის დააფიქსირებდა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთიან და შეუვალ პოზიციას - საქართველო უპირველეს ყოვლისა!


საერთაშორისო პოლიტიკაში ინტერესების დაბალანსება ხდება გულახდილი პოლიტიკური მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით. როგორც დიპლომატიურ-პოლიტიკურ ენაზე იტყვიან, many things remain to be seen (ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია)...“ - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031