გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსუდან შარაძე: ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, სპეციალურად იყო შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ მოეკლათ

22-05-2025

„მე ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული, დადგმული, შესრულებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული“, -განაცხადა რუსუდან შარაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც გურამ შარაძის მკვლელობა განიხილება.


რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის ადგილი სპეციალურად შერჩეული იყო. აქვე, იხსენებს, რომ მათი ოჯახის მიმართ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ხორციელდებოდა თვალთვალი და ზეპირად იცოდნენ მისი განრიგი.


„2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის და შანიძის კუთხეში მამაჩემი მოკლეს სამი გასროლით. სამი ტყვია თავში. პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და მერე, იქვე ჩაკეცილზე, საფეთქელზე 2 საკონტროლო გასროლა დაახალეს. შემთხვევით არ მომხდარა ამ ადგილას. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, რომელიც იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას, ჰქონდა სულ ხუთი კამერა. ორი კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი ორივე კამერაზე, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყენა და ერთი შანიძის ქუჩაზე.


ეს იყო სპეციალურად შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ჩვენი ოჯახის მიმართ ძალიან დიდი ხანი ხორციელდებოდა თვალთვალი. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე ძალიან მოწესრიგებული კაცი იყო, განსაკუთრებით საქმეში, პუნქტუალური და ზედმეტად გაწერილი წესებით, რომელსაც თითქმის, არასდროს ღალატობდა. კვირა დღეს, გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, „ასავალ-დასავალში“ იბეჭდებოდა მისი „100 წერილი ქართველ ერს“. 33 წერილის დაწერა მოასწრო. ე.ი. 33 კვირა დღე იქ გაიარა. ორშაბათს გამოდიოდა გაზეთი და კვირას დღეს, სანამ გაზეთი სტამბაში ჩაეშვებოდა ის მიდიოდა რედაქციაში და ამოწმებდა თავის ინტერვიუს“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031