გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

27-05-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.


მან ჯარისკაცებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.


თავდაცვის ძალებში ტრადიციად დამკვიდრდა კვარტალში ერთხელ საუკეთესო სამხედროების გამოვლენა; ამჯერად, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ - კაპიტანი თორნიკე სამაკაშვილი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული, კაპიტანი ვალიკო ლობჟანიძე, უფროსი სერჟანტი გიორგი ალავერდაშვილი და უფროსი ლეიტენანტი ნიკოლოზ კიკაძე.


თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედროებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით არჩევენ, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდში მუშაობის უნარით.


პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა.


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031