გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სადისტებისა და მკვლელების, სამშობლოს მოღალატეების პარტია უნდა აიკრძალოს, ნაცებს უნდა აეკრძალოთ მუშაობა პოლიტიკაში, მედიაში, განათლების სისტემაში, ყველგან, საიდანაც საზოგადოებრივ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ“ - სვიმონ ჯანგულაშვილი

31-05-2025

„საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


„სადისტებისა და მკვლელების, სამშობლოს მოღალატეების პარტია უნდა აიკრძალოს, ნაცებს უნდა აეკრძალოთ მუშაობა პოლიტიკაში, მედიაში, განათლების სისტემაში, ერთი სიტყვით, ყველგან, საიდანაც საზოგადოებრივ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ“ - წერს ჯანგულაშვილი და აცხადებს, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ახალი, ჯანსაღი ოპოზიციის დაბადება.


„პარლამენტის საგამოძიებო კომისიას კი არ იმჩნევთ, არ უყურებთ და ისე ლანძღავთ, მაგრამ, რაც იქ აშკარავდება, ისეთი შემზარავი ჭეშმარიტებაა, ისეთი საზარელი დანაშაულების მხილება ხდება, რომ საბოლოოდ განადგურდება თქვენი ფარისევლობაც, თქვენი ნაცობაც და თქვენი „ოპოზიციაც“... და მერე, ეგებ დაიბადოს ნამდვილი ოპოზიცია.


სადისტებისა და მკვლელების, სამშობლოს მოღალატეების პარტია უნდა აიკრძალოს, ნაცებს უნდა აეკრძალოთ მუშაობა პოლიტიკაში, მედიაში, განათლების სისტემაში, ერთი სიტყვით, ყველგან, საიდანაც საზოგადოებრივ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ. ამას თუ არ იზამს ეს ხელისუფლება, შემდეგ არჩევნებზე უკვე სამოქალაქო ომი მოხდება.


და ეს იქნება ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული. ხოლო თუ საბოლოოდ გაათავისუფლებს საქართველოს ნაცისტური სიგიჟისაგან, ეს მისი ერთ-ერთი უდიდესი, საშვილიშვილო ღვაწლი იქნება თეა წულუკიანი მადლობა, რასაც აკეთებთ! ღმერთმა უშველოს ჩვენს ქვეყანას“ - წერს დირიჟორი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031