გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: როგორ უხდება ევროკავშირს ბუღაძე, ყორშია, გიგაური და ლომჯარია - თუ ვინმე, ყველაზე მეტად არაორგანულია ქართველი ერისთვის, იმათ უწოდებენ „ქართველ ხალხს“

3-06-2025

„ფერი - ფერსა, მადლი - ღმერთსა!“ როგორ უხდება ევროკავშირს - ბუღაძე, ყორშია, გიგაური და ლომჯარია“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელიც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ლაშა ბუღაძის, ბექა ყორშიას, ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლების ვიზიტს ეხმიანება.


მისი განცხადებით, რაც მეტჯერ გამოიწვევს ევროკავშირი გულისრევის შეგრძნებას ქართველ ხალხში, მით უფრო მალე ამოიღებს ქართული საზოგადოება საბოლოოდ „ევრომისწრაფების შხამს“ ორგანიზმიდან. „ფერი - ფერსა, მადლი - ღმერთსა!“ როგორ უხდება ევროკავშირს - ბუღაძე, ყორშია, გიგაური და ლომჯარია... თუ ვინმე, ყველაზე მეტად არაორგანულია ქართველი ერისთვის, ვინც მთელი ცხოვრება ფულს იღებს ქართველობის წაშლის საქმესა და საქართველოს მტრობაში, იმათ უწოდებენ „ქართველ ხალხს...“


1.120.000 ამომრჩეველი, 17 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოსული ხალხი ვინ ვართ, ვინ?! იქნებ აგვიხსნათ... კარგია, კარგი.... რაც მეტჯერ გამოიწვევს ევროკავშირი გულისრევის შეგრძნებას ქართველ ხალხში, მით უფრო მალე ამოვიღებთ, საბოლოოდ, ამ ევრო-მისწრაფების შხამს ორგანიზმიდან!!!”, - წერს ვატო შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031