გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვეს

8-11-2018

ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე Volvo Open Cup 2018 პირველი ადგილი მოიპოვეს.ტურნირზე მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ასპარეზობდა, რომელთათვისაც ჩეხეთისა და სომხეთის გრან პრის ეტაპებზე წარმატებული სტარტისა და ვერცხლის მედლების შემდეგ ეს მორიგი სერიოზული სტარტი იყო.


ქართველმა წყვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა რიტმულ ცეკვებში, სადაც პირველი ადგილი დაიმსახურა და ეს შედეგი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა თავისუფალ პროგრამაში საინტერესოდ წარმოდგენილი პროგრამითა და ტექნიკურად რთული ელემენტების ხარისხიანად შესრულებით.


შეჯიბრება ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა და მასში 25 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.


მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ორივე პროგრამის საერთო ჯამური პირველი ადგილისა და Volvo Open-ის თასის მფლობელები გახდნენ. მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე რუსეთის წარმომადგენლები გავიდნენ.


ქართველი წყვილის მომდევნო საერთაშორისო სტარტი გრან-პრის ფინალია, რომელიც 6-დან 9 დეკემბერამდე კანადის ქალაქ ვანკუვერში გაიმართება. საქართველო ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირის ფინალში პირველად მიიღებს მონაწილეობას.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031