გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქვემო ქართლში, 75 წლამდე პედაგოგი მოსწავლის სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

8-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 75 წლამდე მასწავლებელი მე-11 კლასელი გოგოს სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს.


როგორც Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს შემთხვევა ქვემო ქართლში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. კაცი 25 ოქტომბერს დააკავეს გამოძიება იძულების მუხლით, კერძოდ, სსკ 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


იძულება, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გულისხმობს “ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება”.


ეს დანაშაული, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 18 თვემდე ან გამოსასწორებელი ვადით ორ წლამდე.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031