გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველო საფრანგეთისგან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, დამატებით 18 მილიონ ევროს მიიღებს

8-11-2018

საქართველო საფრანგეთისგან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, დამატებით 18 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.


თანხა 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებულ პროექტშია ასახული. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ამ კომპონენტში 55 მილიონი ლარით იზრდება.


„18 მილიონი ევროს რესურსს ველოდებით საფრანგეთის მხრიდან. ეს 2015 წელს გაფორმებული კონტრაქტის გაგრძელებაა“, – აღნიშნა კაკაურიძემ.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031