გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები შრომით პირობებს აპროტესტებენ

9-11-2018

თურქულ კომპანია „ფოლადიოლს“, რომელიც ბათუმში ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.


ობიექტების დაცვის 20-მდე თანამშრომელი ამბობს, რომ ხუთი თვეა მთელი ღამის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ ობიექტებს იცავენ და ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებულ პირობებს კომპანია არ ასრულებს. დაცვის თანამშრომლების თქმით, ცხრა საათის ნაცვლად 14 საათის განმავლობაში მუშაობენ, თუმცა ხელფასს ვერ იღებენ.


თურქული კომპანიის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.


ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს. ამ პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს ჩქაროსნული მაგისტრალი მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე. ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031