9-11-2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე ფეხით მოსიარულე შუახნის ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
16-11-2024
16-11-2024