9-11-2018
რუსული პრესა გრიგოლ ვაშაძეს საკუთარ განცხადებას ახსენებს: "მე ხომ რუსეთის მთავრობის მოქალაქეობა არ მაქვს, მთავრობები მიდიან, რუსეთი და რუსი ხალხი კი რჩება"რუსული პრესა გრიგოლ ვაშაძეს საკუთარ განცხადებას ახსენებს: "მე ხომ რუსეთის მთავრობის მოქალაქეობა არ მაქვს, მთავრობები მიდიან, რუსეთი და რუსი ხალხი კი რჩება"
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გავლენიანი რუსული გამოცემა, «Московский комсомолец»-ი ოლეგ ბონდარენკოს სტატიით ეხმაურება. სტატიის ავტორი პრეზიდენტობის კანდიდატების ბიოგრაფიებს მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ გრიგოლ ვაშაძე 2008 წლის აგვისტოს ომისა და ომის შემდეგაც, 2010 წლამდე რუსეთის მოქალაქეობას ინარჩუნებდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სტატიის მცირე რეზიუმეს:
არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან ვაშინგტონიდან - სოციოლოგიური გამოკითხვები ძირითადად სწორედ ამერიკული სააგენტოების მონაწილეობით მზადდება. პრეზიდენტობის კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიების გადმოცემისას, აღნიშნულია, რომ ორივე კარიერული დიპლომატები არიან და ორივეს ევროატლანტიკური ორიენტაციები აქვთ. ამასთან, გრიგოლ ვაშაძე თვით 2008 წლის ომის დროსაც და შემდეგაც კი - 2010 წლამდე ინარჩუნებდა რუსულ პასპორტს და რუსეთის მოქალაქე იყო.
სტატიაში ციტირებულია გრიგოლ ვაშაძის იმდროინდელი განცხადება რუსეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით: „მე ხომ რუსეთის მთავრობის მოქალაქეობა არ მაქვს. მთავრობები მიდიან, რუსეთი და რუსი ხალხი რჩება“ (თითქმის სტალინისებურად!). იქვე ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გარანტს წარმოადგენს.