28-06-2025
მე მინდა სააკაშვილს ხელი გავუწოდო. ფაქტია, რომ არასოდეს მასზე კარგი არ მითქვამს, მაგრამ სააკაშვილი არის ძალიან დიდი ტიპი ისტორიული ტიპი საქართველოში - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა TV1-ის ეთერში განაცხადა.
“რამდენიმე კარგს ვიტყვი, მარტო ცუდს არ ვფიქრობ მასზე, (სააკაშვილზე რედ.) ცუდსაც ვიტყვი, მაგრამ წინაპირობა მაქვს ერთი, ხელი ჩამოვართვათ შერიგებისა. იქამდე არ მიმიშვებენ, სააკაშვილამდე, მაგრამ აქედან ვუწვდი ხელს.
სააკაშვილი იყო ტიპი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა და კორუფციისგან გაწმინდა ეს ქვეყანა. ეს არის ფაქტი. მან გაატარა ისეთი რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობდა. დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით, წუმპედან ამოვედით და ეს არის ფაქტი“ - განაცხადა ელისაშვილმა.