გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა

16-11-2018

ასპინძის სოფლებში ნაქალაქევში, ფიასა და თმოგვში ადგილობრივები მომრავლებულ მტაცებლებზე ჩივიან. მათი თქმით, ბოლო პერიოდში, სამ სოფელში მგელმა 20–ზე მეტი სული პირუტყვი დაგლიჯა.

 

„მე ხბო შემიჭამა, რამდენიმე დღის წინ კი მგელმა ჩემი მეზობლის ძროხა დაგლიჯა. გარშემო სოფლებში 20–ზე მეტი ასეთი შემთხვევა იყო“, – ამბობს სოფელ ფიაში მცხოვრები პაატა კაველიძე.

 

თმოგვსა და ნაქალაქევში ადგილობრივები ამბობენ, რომ მტაცებელი პირუტყვს დღისით ესხმის თავს.

„მწყემსები არ გვყავს, საქონელი მიჩვეულია და მდინარის გაღმა მთებზე ბალახობს, შემდეგ კი საღამოს თავისით ბრუნდებიან. ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი შემთხვევები, მგელთან ერთად ბევრია ტურაც“ – განაცხადა ადგილობრივმა.


sknews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031