გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზურა დოიჯაშვილი ემიგრაციაში ისრაელში წავიდა: "ბინა ვერ გამოვისყიდე, ისევ ვალს ვიხდი"

20-11-2018

 "ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა და ახლა ის­რა­ელ­ში მი­წევს ემიგ­რან­ტად ცხოვ­რე­ბა" - ამის შესახებ მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა განაცხადა.


"ოჯახს, საქ­მეს, ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას სჭირ­დე­ბა ასე და სხვა გზა არ მაქვს. ადრე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, და­ახ­ლო­ე­ბით სამი წელი, რუ­სეთ­შიც მი­წევ­და ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ახლა ის­რა­ელ­ში ჩა­მო­ვე­დი. აქ ვი­ცხოვ­რებ და ვიმ­ღე­რებ. იმე­დია, ცოტა ფეხ­ზე წა­მოვ­დგე­ბი.


ახლა თელ-ავივ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ. ვიმ­ღე­რებ რეს­ტო­რან­ში, წვე­უ­ლე­ბებ­ზე, მივ­ხე­დავ ჩემს ოჯახს და ჯან­მრთე­ლო­ბას, მი­ვი­ღებ ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და მერე, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი.


ბინა ჯერ ვერ გა­მო­ვის­ყი­დე და ისევ ბან­კის ვალს ვიხ­დი. აქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩავ­წერ სიმ­ღე­რებს, რეს­ტო­რან­ში და­ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას და იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა. ისე ვი­ცხოვ­რე, ფუ­ლის მონა არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ, ფაქ­ტია, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო მო­მი­წია ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა. არა­ვის არა­ფერს ვაბ­რა­ლებ, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ბრა­ლია. თი­ლის­მად, მა­მა­ოს ნა­ჩუ­ქა­რი ხის ჯვა­რი მაქვს წა­მო­ღე­ბუ­ლი, მას სულ ვა­ტა­რებ, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, დღეს ცო­ცხა­ლი რომ ვარ და ის და­მი­ცავს", - განაცხადა დოიჯაშვილმა "Ambebi.ge" - სთან საუბარში.

 

resonancedaily.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930