20-11-2018
ბანკებისა და კერძო იპოთეკური დავალიანების მქონე მოქალაქეები დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს სთხოვენ. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
იპოთეკით დაზარალებულების თქმით, მამუკა ბახტაძის განცხადება იყო აღიარება, რომ მოსახლეობას სესხების გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ბევრი მოქალაქე კერძო მევახშეების უსამართლო დამოკიდებულების გამო დაზარალდა. ამ საკითხზე კი მუშაობა დაწყებულია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დახმარება სჭირდებათ ოჯახებს, რომლებიც საბანკო დავალიანების გამო უსახლკაროდ დარჩნენ, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ბინების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან.
იპოთეკარები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
16-11-2024
16-11-2024