გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

22-11-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში, სარაჯიშვილის №108-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევები ზაურ ხუბუტიას სახელობის დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „დიოსკურია“-ში გაიმართა. სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და დერმატოლოგი შედიოდნენ.

პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში) ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თენგიზ კვირტია ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031